logo
ENG



პაატა იმნაძე: ყველგან შეიძლება მოხდეს ვირუსის გადაცემა მათ შორის ეკლესიაშიც

02 აპრ 202014:03
3 წუთის საკითხავი
 

„ყველგან შეიძლება მოხდეს ვირუსის გადაცემა მათ შორის ეკლესიაშიც,“ - ამ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აკეთებს.

მისი განცხადებით, მთავარი რეკომენდაციაა, რომ ყველა ადამიანმა ნებისმიერი სახის თავშეყრისგან თავი შეიკავოს.

„ნებისმიერი ადგილი სადაც არის ადამიანების თავმოყრა, შესაძლებელია ინფექციის გადაცემა მოხდეს. ეს მოხდა გარკვეულ ადგილებში, სადაც ადამიანები მუშაობენ ერთად, ასევე სადაც იკრიბებიან. ყველგან შეიძლება მოხდეს ვირუსის გადაცემა მათ შორის რა თქმა უნდა ეკლესიაში. ჩვენი რეკომენდაცია ეხება ყველას ერთნაირად, მორწმუნეებსაც, ათეისტებსაც, ანტიეკლესიურებსაც, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ნებისმიერი სახის კონტაქტებისაგან“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.


close დახურვა